| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში გზების მშენებლობა/რეაბილიტაციის პირველი ფაზა 15 სექტემბრამდე დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გზებზე ასფალტის პირველი საფარი დაგებული იქნება.
თბილისის მერის თქმით, მეორე ფაზის (მეორე ფენით მოასფალტება ) განხორციელება ან ღამის საათებში მოხდება, ან 1 დღით დაიკეტება ესა თუ ის ქუჩა.
მესამე ეტაპზე გზების კეთილმოწყობითი სამუშაოები გაგრძელდება (ტროტუარების, ველობილიკების და ბორდიურების მოწყობა, დახაზვა).
მერმა თბილისელებს გზებზე არსებული საცობების გამო ბოდიში მოუხადა, აღნიშნა, რომ დედაქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად არასდროს არ განხორციელებულა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ფუნდამენტური სამუშაოები მიმდინარეობს, გზის საფართან ერთად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
"ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ იმდენი უნდა ვიმუშაოთ, რომ ქალაქს დაეტყოს ჩვენი ხელი", - აღნიშნა კახა კალაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss