| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –ჩვენი ქვეყანა ღარიბია და 5 თეთრიანი პარკების 50 თეთრამდე გაძვირებას ვერც მომხმარებელი გაუძლებს და ვერც ბიზნეს სექტორი, რომ აღარაფერი ვთქვათ მყისიერი გადაწყვეტილებით მიღებულ შოკზე - პარკების და შესაფუთი მასალების მწარმოებელ-დისტრიბუტორები პრემიერის ურყევმა და სამინისტროს ოპერატიულმა გადაწყვეტილებამ დააპანიკა.
კომპანია „კარიბიდან“ გვაცნობეს, რომ 15-მიკრონამდე პარკების აკრძალვით, ბიზნესს ხარჯებს ეზრდება . ერთჯერადი პარკების 100 -იანი შეკვრის 0.65 ლარიდან, 6.5 ლარამდე გაძვირება კომპანიებისთვის „ყელში წაჭერაა“. მარაგების განაშთვისთვის 1 თვესაც არ უტოვებენ.
„კარიბს“, რომლის თვიური ბრუნვა 120 000 -150 000 ლარია 0.5 მილიონის ნაშთები (სრული პროდუქცია, პარკების ჩათვლით) აქვს გასაყიდი და აკრძალვის გადაწყვეტილების მიღებისთანავე ძალაში შესვლა, როგორც კომპანიაში აცხადებენ დამღუპველია.
„კარიბი“ ბაზრებს და სხვა მაღაზიებს ამარაგებს. სუპერმარკეტების ქსელები ქარხნის -„ჯორჯიან პოლიმერი“ მომხმარებელები არიან.
სპეციალისტები წარმოების გაჩერებას შიშობენ, რადგან ახალ სტანდარტთან შესაბამისობით, პოლიეთინელის პარკი კონკურენტუუნარო ხდება, რადგან მისი ფასი ბიოდეგრადირებადისას მიუახლოვდება.
2018 წლის 1 ოქტომბრიდან, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება/ იმპორტი/ რეალიზაციის აკრძალვა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაანონსა.
2019 წლის 1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება/ იმპორტი/ რეალიზაცია შეიზღუდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss