| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრად, წინა ანაზღაურებაზე 5-ჯერ ნაკლებ ხელფასზე იმუშავებს.
კერძო სექტორიდან საჯაროში გადასულ TOP-მენეჯერს დეკლარირებული წლიური შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდება.
მაჭავარიანმა კომპანია „ჯეოსელში“ 15 წლიანი კარიერა კომერციული დირექტორის რანგში დაასრულა და პრემიერ ბახტაძის გუნდში მუშაობას დასთანხმდა, თუმცა ბევრად ნაკლები ანაზღაურების სანაცვლოდ.
„ჯეოსელში“ ივანე მაჭავარიანის წლიური ხელფასი 2017 წელს 386 463 ლარი იყო. ფინანსთა მინისტრის რანგში მისი წლიური ანაზღაურება 75 000 ლარამდე იქნება (წინა მინისტრების შემოსავლების გათვალისწინებით).
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის და მისი მეუღლის სახელზე 3 მიწის ნაკვეთი, 3 არასაცხოვრებელი ფართი, 5 ბინა და შენობა/ნაგებობაა რეგისტრირებული.
მაჭავარიანის ოჯახს მიმდინარე ანგარიშებსა და დეპოზიტებზე ძირითადად უცხოური ვალუტა აქვს განთავსებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss