| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია ალდაგი ლიდერია ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე და 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 33%-იან წილს ფლობს.
ავტოდაზღვევის მიმართულებით, ალდაგს ბაზრის 34% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 36%-ს ფლობს. 2018 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალი 13.4 მილიონ ლარს შეადგენს.
2018 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი Global Brand Magazine -ის მიერ საქართველოში ავტოდაზღვევის საუკეთესო ბრენდად დასახელდა.
ალდაგი უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. Global Brand Awards მსოფლიო ლიდერი ბრენდების სხვადასხვა სფეროში დაჯილდოვებას ახდენს. https://www.globalbrandsmagazine.com/award-winners-2018/
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss