| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის არსებობა არ არის საფუძველი ბიზნესმა გადასახადები არ გადაიხადოს.
მამუკა ბახტაძის თქმით, მას ჰქონდა "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლებთან და აქციონერებთან, მთავრობა ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი და მეგობრულია, განსაკუთრებით ადგილობრივი მწარმოებლების მიმართ და სწორედ ამ მაღალპრიორიტეტულობის გამო, "ომეგა ჯგუფში" შემავალ კომპანიას 11-ჯერ გადაუვადდა გადასახადების გადაუხდელობის გამო სანქციები.
"მაგრამ ჩვენ დავინახეთ ნეგატიური ტენდენცია და კომპანიამ კიდევ უფრო გაზარდა დავალიანება და მან მიაღწია 51 მლნ ლარს... არსებობს ბიზნეს- საქმიანობა, არსებობს თამბაქოს წარმოება, რომელსაც აქვს სააქციზო გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს ყველამ", - განაცხადა ბახტაძემ, თქვა, რომ მედია პლურალიზმი "ჩვენი მთავარი მონაპოვარია", მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ.
"ის რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ დამატებით ტელევიზია ეს არ ნიშნავს რომ მათ გადასახადი არ უნდა გადაიხადონ", - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ "საქართველოში არის კანონის უზენაესობა. შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგავენ იმ ნაბიჯებს რაც საჭიროა, საქართველოში ხელშეუხებელი არავინაა.
მან განაცხადა, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი, მთავრობაში გადმოსვლის შემდეგ კი, მასთან კომუნიკაცია არ ყოფილა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss