| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო ბაზარზე ქართველი დიზაინერების პროდუქცია კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. ბოლო 6 თვეში დიზაინერები უკვე სტაბილურად იღებენ შეკვეთებს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 7 ქართველი დიზაინერის პროდუქცია პარიზში (19-26 ივნისი) More dash Showroom-ში, Maison Pyramide- სა და Paper Mache Tiger -ის შოურუმებში იყო წარდგენილი, შედეგადაც მათ საერთაშორისო ბაზარზე 220 000 ევროს ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია შეძლეს.
თუ შევადარებთ, გასულ შემოდგომა -ზამთრის კოლექციის რეალიზაციას, მაშინ 170 000 ევროს პროდუქციის ექსპორტი იყო განხორციელებული, მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე.
პარიზში პროდუქცია წარადგინეს ქართულმა ბრენდებმა- “N-Duo”, “Dalood”, “Anouki”, “Tamuna Ingoroyva”, “Lako Bukia”, “Materia Tbilisi”, Ltd “Lya”.
აღსანიშნავია, რომ შოურუმები პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ოთხჯერ იმართება, დიზაინისა და მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, 100-მდე კომპანიასა და 130-ზე მეტ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.
25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად არაერთი ღონისძიება და შოუ-რუმი იქნება გამართული, რომელშიც მონაწილეობად მინიმუმ 10 ქართველი დიზაინერი მიიღებს. დიზაინერების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss