ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს
7 სექტემბერი, 2018, 10:27
საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

თბილისი (GBC) - მთელი საქართველოს ბანკმა  სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის შესახებ განაცხადა.

გათამაშების ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მომხმარებლის წახალისება და ყოველთვიურად მათთვის 5 000, 10 000, 20 000,  50 000 და 100 000 ლარის მოგების შესაძლებლობის მიცემა.

გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი,  2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ  გათამაშების ერთი  ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.  კონკრეტულად კი: 2018 წლის 10 ოქტომბერს, 12 ნოემბერსა და  10 დეკემბერს, ასევე, 2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება  6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000;  2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი.  

სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება  100 000 ლარი.  გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის  სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით.  

ყოველი გათამაშების შემდეგ კომისია შესაბამისი ოქმით დაადასტურებს გამარჯვებული ბილეთებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციას. მოგებათა ოფიციალური ცხრილი კი გამოქვეყნდება საქართველოს ბანკის ვებგვერდზე www.bankofgeogria.ge და გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ პრომო გვერდზე www.xelpasi.ge.  მოგებული თანხა გამარჯვებულს საქართველოს ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები