| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- უკვე მერამდენედ უნდა ხდებოდეს ერთი და იგივე- დეპუტატი რომან გოცირიძე სახელმწიფო ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვაზე წერს და ლარზე წნეხის გაზრდის საშიშროებაზე მიუთითებს.
„ქვეყნის ბიუჯეტი 12,46 მილიარდი ლარია. რვა თვეში დაიხარჯა 7,2 მილიარდი ლარი. დარჩენილ ოთხ თვეში უნდა დახარჯონ 5,26 მილიარდი ლარი, ანუ ხარჯვის ტვირთი კვლავ მოდის წლის ბოლო თვეებზე.
მთავრობამ ხარჯვის ცხრა თვის გეგმა რომ შეასრულოს, საჭიროა სექტემბერში დაიხარჯოს ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე ეს მოხდა აგვისტოში, რაც წარმოუდგენელია. თუ ზედმეტად არათანაბარზომიერი ხარჯვა კვლავ გაგრძელდება, მივღებთ იმ სურათს, რაც არაერთხელ გვინახავს-ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ამის თავიდან აცილება შეიძლება ხარჯვის სამომავლოდ გადატანით, ანუ საჭიროა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება.
ვნახოთ, როგორ მოიქცევა მთავრობა. არა მაქვს იმედი, რომ სწორად. როდესმე მოქცეულა რო?“, - წერს ნაცონალური მოძრაობის ერთ -ერთი ლიდერი Facebook-ში თავის გვერდზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss