| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე შეინარჩუნა.
ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონესთან (3%) სიახლოვეზე აღნიშნა (აგვისტოში ინფლაცია 3.1% იყო) და განაცხადა, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში და ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმერყევებს.
"რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიზარდა მაკროეკონომიკური რისკები, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობის ზრდა გამოიწვა. თუმცა, ამ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ამ პროცესის გაგრძელება საგარეო რისკების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პრესრელიზში.
სებ-მა ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდაზე განაცხადა, რაც მისი შეფასებით, ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან ჩამორჩენის სწრაფად აღმოფხვრას.
პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა საგარეო სექტორშიც. კვლავ მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი და პირველ შვიდ თვეში წლიურმა ზრდამ 29 პროცენტი შეადგინა. ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 22 პროცენტით გაიზარდა. ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი). თუმცა, ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურების ფონზე, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).
შეგახსენებთ, წინა სხდომაზე მარეგულირებელმა განაკვეთი 0.25 საბაზისო პუნქტით 7%-მდე შეამცირა და აღნიშნა, რომ მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss