| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Lapis Lazuli -ის მარშრუტით ავღანეთიდან ევროპაში პირველი ტვირთი ოქტომბერში გაიგზავნება.
აღნიშნული მარშრუტით ტვირთების გადატანა მოხდება ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით და პირიქით.
ავღანეთის წარმოებისა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, პირველ შემადგენლობას სატესტო ხასიათი ექნება. მის შემადგენლობაში იქნება ხალიჩებით და ძვირფასი თვლებით დატვირთული 2 კონტეინერიც, რომელიც თურქეთსა და ჰოლანდიაში იგზავნება. ტვირითის ნაწილი რკინიგზით, ნაწილი კი, სატვირთო ავტომობილებით და გემებით გადაიზიდება. ტვირთმა 6 დღეში შავ ზღვის პორტებს უნდა მიაღწიოს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პილოტური გადაზიდვა დერეფნის შესაძლო ხარვეზებს გამოავლენს, რათა მათი გამოსწორება მოხდეს.
დერეფნის მონაწილენი დარწმუნებულნი არიან, რომ Lapis Lazuli -ით სწრაფად და იაფად მოხდება ტვირთების ექსპორტ/იმპორტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss