| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს სხვადასხვა რეგიონს განიხილავს და მათ ტურისტულ პოტენციალს აფასებს.
მისი თქმით, ქობულეთში, სადაც მას სასტუმრო “ჯორჯია პალასი” აქვს, სეზონზე საავტომობილო გზა გადაჭედილია და უცხოელ დამსვენებელთა რაოდენობა ძალიან დიდია.
“ქობულეთს ახალი მერი ჰყავს, რომელიც ვფიქრობ, აქტიურად შეუდგა მუშაობას და მომავალი წელი კიდევ უკეთესი იქნება, მიდის გზების მშენებლობაც, თუმცა გზებზე მოსიარულე ძროხებს უკვე წლებია არაფერი ეშველა”, - აცხადებს ბიზნესმენი.
“მე აღარ მაქვს პრობლემა, ამ წლების განმავლობაში ისე მივეჩვიე ძროხებს, უკვე ლამის სახეზეც ვცნობ თითოეულს, თუმცა დამსვენებლები როდესაც ჩამოდიან გაოცებულნი რჩებიან”, - აცხადებს ჭყონია და ქობულეთთან ერთად, გზად ტურისტების მიერ ნანახი ფიცრულში გაკეთებული ნაზუქებს იხსენებს.
"ნაზუქები სურამის ტრასაზე სიღარიბის სიმბოლოა", - ამბობს ბიზნესმენი, აღნიშნავს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დასუფთავება, დაგვა და მოვლა სჭირდება - "ამას ინვესტორი არ სჭირდება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც სერიოზული პრობლემაა”.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss