ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა
4 სექტემბერი, 2018, 11:29
თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა

თბილისი (GBC) - თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა.

სკოლის გახსნა ერთ–ერთი პირველი კონკრეტული შედეგია იმ ჩამონათვალში, რომელიც 2020 წლისთვის ,,აღმოსავლეთ პარნიორობის“ ფარგლებში 20 შედეგის მიღწევას ითვალისწინებს.

ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს სკოლა ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს შესთავაზებს  და ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ გაცვლებსა და თანამშრომლობას.

დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველმა ევროპულმა სკოლამ კარი გაუღო 30 მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად სკოლა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნეს.

„უდიდესი სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნის მიზნით ჩამოვედი. ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და აღნიშნავს ახალ ეტაპს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაში. ახალგაზრდობისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება არის წვლილის შეტანა მოსწავლეებისა და მათი ქვეყნების მომავალში, ასევე, ჩვენს ძლიერ და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობაში. გარდა ამისა, სკოლის გახსნა ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას,  განვახორციელოთ 20 შედეგი 2020 წლისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს”, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში.

იმ უნიკალურ პროგრამაში, რომელსაც მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა  სთავაზობს, კომბინირებულია ძალიან მაღალი აკადემიური ხარისხი და ევროპულ სასკოლო სისტემაზე დამყარებული სპეციალიზებული სწავლება.

16 და 17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში და შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ.

გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა, და  საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ, მაღალი დონის კონფერენციებში.

სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.
 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები