ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციებია - რა გამოწვევებს ხედავს რომან კაკულია  
3 სექტემბერი, 2018, 14:03
ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციებია - რა გამოწვევებს ხედავს რომან კაკულია   

 

თბილისი (GBC) – ბიზნესსექტორის კვარტალურ ანგარიშს პოზიტიურ ტენდენციად აფასებს დეპუტატი რომან კაკულია.  

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დადებით ტენდენციებს მოჰყვება ადამიანების პრობლემების მოგვარება, თუმცა აქვს მცირე საწარმოებში მეტი ზრდის მიღწევის აუცილებლობაზე აღნიშნავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც ბიზნესსექტორში არსებულ ტენდენციებს ახასიათებს - მთლიანი ბრუნვა, წარმოებული პროდუქციის  და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა  - წინასაანგარიშო პერიოდთან შედარებით ძალიან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ბრუნვასთან დაკავშირებით 20%-მდე ზრდა, რაც თანხობრივ მაჩვენებელში 20 მილიარდამდეა, ცხადია, ძალიან პოზიტიურია”, - ამბობს რომან კაკულია.

კანონმდებელი მცირე სექტორში ზრდის დაჩქარებას გამოწვევას უწოდებს და იმ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას რაც ამ სექტორისთვის კეთდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქსტატმა ჩაშალა ინდიკატორები მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით. საშუალო საწარმოებშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. გამოწვევად რჩება მცირე საწარმოებში მეტი ზრდის მიღწევა, თუმცა გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის, ამ სექტორში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბიზნესუნარების გაძლიერების  კუთხით. ეს ყოველივე მცირე საწარმოების ბრუნვის, მათ  მიერ გამოშვებული პროდუქციის და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანთა უფრო მეტ ზრდას მოგვცემს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები