ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მიხეილ კუკავა: საქსტატის  მონაცემები ადასტურებს, რომ  ქვეყნის ეკონომიკა  ჯანმრთელია
30 აგვისტო, 2018, 14:05
მიხეილ კუკავა: საქსტატის  მონაცემები ადასტურებს, რომ  ქვეყნის ეკონომიკა  ჯანმრთელია

თბილისი (GBC) – წლის ბოლოს შესაძლოა განსხვავებული სურათი გვქონდეს, თუმცა,  ტენდენცია ჯერჯერობით კარგია, -   „საქსტატის“  მიერ დღეს  გამოქვეყნებული მაჩვენებლებს ეკონომიკის ექსპერტები  აფასებენ. 

PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა განმარტავს, რომ თვიურ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდის მაჩვენებლი  კვარტალურ და წლიურ ჭრილში უფრო სრულყოფილია, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მონაცემს ემატება კაპიტალიზებული საქონელი და მომსახურება, მარაგების ცვლილება და სხვა.

„შვიდი თვის მდგომარეობით 5.5 % -იანი  ზრდა  უფრო მნიშვნელოვანია,  ვიდრე თვიურ ჭრილში 4.6%-იანი ზრდა. წლის ბოლოს შესაძლოა განსხვავებული სურათი გვქონდეს, თუმცა,  ტენდენცია ჯერჯერობით კარგია.  რაც შეეხება სექტორებს,  ზრდის  ტენდენცია კვარტლიდან კვარტლამდე მეორდება. ეს ეხება ტრანსპორტს, ვაჭრობას, სასტუმროებსა და რესტორნებს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. სამწუხაროდ, უძრავი ქონება   რჩება დაზოგვის ძირითად საშუალებად, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანებს სხვა  არჩევანი არა აქვთ და ფულს უძრავ ქონებაში აბანდებენ.  რაც შეეხება საბანკო სექტორს, ამ სექტორს ძალიან მყარი პოზიციები აქვს, მის მიმართ ნდობა მაღალია. აშკარად ჩანს, რომ  ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი პრაქტიკულად  ყოველთვის საფინანსო საქმიანობის ზრდაა“- აცხადებს მიხეილ კუკავა.

მისი თქმით, ასევე, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო 2018 წლის ზრდის ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-მდე აწია და  სააგენტო Fitch-მა პოზიტიურად შეაფასა ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმები.

„ ჩვენ  მანამდეც ვიცოდით, რომ 5.5 პროცენტიანი  ეკონომიკური ზრდა იქნებოდა.  ზრდის პროგნოზი 5.5.%-მდე ეროვნულმა ბანკმა სსფ-ზე  რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნა. ბოლო  დღეებში  გამოქვეყნებული მონაცემები ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა არის მაღალი  და  ქვეყნის ეკონომიკა ჯანმრთელია “-აცახდებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის ახალი მაჩვენებელი გამოქვეყნა. ამ  მონაცემებით,  2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით   ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 5.3 პროცენტს, მეორე კვარტლის საშუალო ზრდა 6.0 პროცენტს, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები