| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კახური ღორისგან პირველი ქართული ჰამონი უკვე მზადაა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, პროცესში მათ დახმარება ესპანელმა კოლეგებმა გაუწიეს.
ჩატარდა ნედლად შრობის ექსპერიმენტი და მიღებილია პირველი ქართული „ჰამონი“.
ცენტრი აქტიურად განაგრძობს კახური ღორის პოპულაციის აღდგენას და გამრავლებას. წარმატებული სასელექციო სამუშაოების შედეგად, დღეისათვის კრწანისის მეღორეობის ფერმაში უკვე მოშენებულია 200-მდე სული.
ფერმა შეასრულებს პირველი რიგის რეპროდუქტორის ფუნქციას და საკერატეებითა და სანეზვეებით მოამარაგებს საოჯახო ფერმერულ მეურნეობებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თავად გაუწევს კახურ ღორზე ერთიანი სასელექციო პროცესს ხელმძღვანელობას.
აღსანიშნავია, რომ კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“, ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს კახური ღორის აღდგენა-მოშენების ხელშეწყობას საქართველოში, მომთაბარე მეღორეობის აღორძინებასა და ღორის მოშენების ინტენსიურ სისტემებზე გადასვლას, ტყის ნაყოფების რეზერვების გამოყენებას და მაღალხარისხიანი ხორცის წარმოებას, რისგანაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ჰამონი“ დამზადდება.
პროექტი საპარტნიორო ფონდის მიერ არის თანადაფინანსებული, რომელიც ნაყოფისმომცემი ტყეების რეგიონებში, 1200 ნეზვზე გათვლილ 9 ფერმას ააშენებს. პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების პროცესშია.
კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს. საქართველოს რეგიონებში არსებული ნაყოფისმომცემი ტყის მასივების რაციონალურად გამოყენება კახური ღორის საშუალო ფერმერული და საოჯახო მეურნეობების კარგად განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss