| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში ჩამოსულმა ანგელა მერკელმა გუშინ, პრემიერ ბახტაძის ოფიციალურ სადილზე საქართველოში ყოფნის უცნობი ფაქტები გაიხსენა.
აღმოჩნდა, რომ ანგელა მერკელი საქართველოს ჯერ კიდევ 80-იან წლებში სტუმრობდა და თურმე სავიზო რეჟიმიც დაარღვია, მიზეზად საქართველოს მომხიბვლელობა დაასახელა.
„მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი. ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ეს ყველაფერი. მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერ დავტოვე საქართველო. იმ წამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო. ვერ ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. მახსოვს, რომ მაშინ დრო არ მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც დღეს ვნახავ მცხეთას. მიმაჩნია, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოფიციალურ სადილზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მაშინ რა მიზნით სტუმრობდა საქართველოს.
მან ქართველთა ოპტიმიზმზეც აღნიშნა.
„ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისი ურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად. გერმანია არ დაივიწყებს თქვენს ამ პრობლემებს. მადლობა მასპინძლობისთვის. გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას“,- განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss