| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობა მთიან რეგიონებში ტყის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას გეგმავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა 2019 წლიდან ამოქმდდება. საკითხზე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ტყის მდგრადი მართვის პირობებში, იქ არსებული რესურსის ეფექტიანად გამოყენება შესაძლებელია.
ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი გახდება შეშის გამოყენებით ტყეზე ზეწოლის შემცირება, თუ მოხდება ალტერნატიული საწვავი საშუალებების ბრიკეტების და პელეტების წარმოება.
პროგრამას ექნება სხვა კომპონენტებიც, რაც მაღალმთიან რეგიონებში დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, განავითარონ ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, ასევე ავეჯის საწარმოები.
„ქართული ტყე ძალიან მდიდარია არამერქნული რესურსით - ეს არის როგორც ტყის კენკრა, ასევე სხვადასხვა ტიპის ხილი, სამკურნალო და საკვები მცენარეები. შესაძლებელია მათი გადამამუშავებელი, შესაფუთი საწარმოების ჩამოყალიბება და ეს ინიციატივაც მთიან რეგიონებში მხარდაჭერილი იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss