ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ცემენტის ადგილობრივი  მწარმოებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ
20 აგვისტო, 2018, 09:36
ცემენტის ადგილობრივი  მწარმოებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

თბილისი (GBC) ცემენტის ადგილობრივი  მწარმოებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

გეგმებზე ადგილობრივი მწარმოებლები საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ისაურებენ, რომელიც  20 აგვისტოს, 12 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ იმართება.

მეწარმეები  გეგმავენ პრემიერ ბახტაძეს  შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული ხედვა საჯაროდ შესთავაზონ. როგორც მწარმოებლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ ხედვების არგაზიარების შემთხვევაში, შექმნილი ხელოვნური ბარიერების არმოხსნის და შედეგად ქარხნების მუშაობის გაჩერების შემთხვევაში, ისინი ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებით მიმართავენ პროტესტის მძიმე ფორმებს და დაიცავენ მუშაობის საკუთარ უფლებას.

მთავარი პრობლემა, რომელიც აგვისტოს დასაწყისიდან წარმოიქმნა, არის ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტირებული ნედლეულის - კლინკერის საბაჟოზე განუსაზღვრელი ვადით გაჩერება ხარისხის შემოწმების მიზეზით. შედეგად, ნედლეულის მოწოდების შეფერხების გამო უკვე გაჩერებულია ქარხნების უმრავლესობა. რამდენიმე დღის მარაგი აქვს 2-3 ქარხანას. მარაგის  ამოწურვისთანავე ისინიც იძულებით გააჩერებენ წარმოებას.

მწარმოებლების განცხადებით, მათ ჰქონდათ გარკვეული კომუნიკაცია სამთავრობო წრეებთან, თუმცა კონკრეტულ შედეგს და გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს გარდა იმისა, რომ საბაჟოზე გაჩერებული და გზაში მყოფი ტვირთები, ერთჯერადი წესით, დაიშვა ბაზარზე.

მათი თქმით, ბაზარს სჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებები და იმ წესების სასწრაფოდ შემუშავება, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ყველამ, მიუხედავად მისი სიდიდისა თუ ბაზრის პროცენტული წილის ფლობისა. 

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერისადმი მიმართვას და შექმნილი მდგომარეობიდან კონკრეტული გამოსავლის შეთავაზებას გეგმავენ. მათი ხედვების უახლოეს დღეებში არგაზიარების, ვითარების განმმუხტავი გადაწყვეტილების ვერმიღების შემთხვევაში მწარმოებლები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები