ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნადირობა მთელი  ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყება  
17 აგვისტო, 2018, 17:02
ნადირობა მთელი  ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყება   

თბილისი (GBC) - გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ნაცვლად დადგენილი 1 სექტემბრისა,  ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.

სამინისტრომ ნორმატიულ აქტში ცვლილება ქვეყნის ტერიტორიაზე სანადირო არეალის მნიშვნელოვნად შემცირების გამო შეიტანა. არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართული მინდვრების დიდი ნაწილის გადაწვამ (დაუდევრობით გამოწვეული ხანძრები) გამოიწვია.

სანადირო არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართულ ტერიტორიებზე მონადირეთა დიდი რაოდენობის კონცენტრირების რეალურ საფრთხეს ქმნის. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018-2019 წლების სანადირო სეზონის დაწყების თარიღად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 18 აგვისტო გამოცხადდა.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები