ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქვევრის გახსნის რიტუალი - ახალი სერვისი დაქორწინების მსურველი ტურისტებისთვის
17 აგვისტო, 2018, 14:36
ქვევრის გახსნის რიტუალი - ახალი სერვისი დაქორწინების მსურველი ტურისტებისთვის

თბილისი (GBC) -  აჭარული ღვინის სახლმა ბაზარზე ახალი სერვისი წარადგინა - ქვევრის გახსნის რიტუალი.

,,მარდი ჰოლდინგის“ კუთვნილი შატოს ტიპის რესტორანი ახალი სერვისით უცხოელი ტურისტების მოზიდვას გეგმავს,  გათვლას მექორწილეებზე აკეთებს - ქორწილის დროს წყვილი სტუმრების თანდასწრებით ხსნის სახელობით ქვევრს.

 „რიტუალი ამაღლებს განწყობას, ორშიმოთი დაგემოვნებულ ღვინოს კი სულ სხვა ემოციები მოაქვს, იგი ქმნის ქართულ-ტრადიციულ გარემოს და დაუვიწყარ მოგონებებს სტუმრებსა და ვიზიტორებს შორის”, - აცხადებენ რესტორნის მმართველები და აღნიშნავენ, რომ  სწორედ ქვევრის გახსნის რიტუალზე დასასწრებად ლიტვიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან უკვე არის ჯავშნები. წყვილები საქართველოში ჩამოსვლას და ქორწინებას ოქტომბერ-ნოემბერში გეგმავენ.

 შატოს ტიპის რესტორანის   ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში  100 000 -ს აჭარბებს. იგი მოიცავს ვენახს, ღვინის ქარხანას, ენოთეკას, მარანს კასრებითა და ქვევრებით, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაწყობილ დარბაზებსა და ღია და დახურულ სარესტორნო სივრცეებს სექტემბრის შუა რიცხვებიდან 300 კაციანი დარბაზიც შეემატება.

შეგახსენებთ, ,,მარდი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო- დეველოპერული კომპანიას, ტურისტულ, გადამზიდ და უძრავი ქონების კომპანიებს, ღვინისა და სიგარის საწარმოებს, ასევე ოპერირებას უწევს სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები