ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბესო ნამჩავაძე: პანიკას რომ თავი დავანებოთ, ლარს ძალიან გაუჭირდებოდა დოლართან 2.45-ზე გაჩერებულიყო
17 აგვისტო, 2018, 14:01
ბესო ნამჩავაძე: პანიკას რომ თავი დავანებოთ, ლარს ძალიან გაუჭირდებოდა დოლართან 2.45-ზე გაჩერებულიყო

თბილისი (GBC) - ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ლარის რეალური ეფექტური კურსის გამყარების ნეგარიურ გავლენაზე წერს.

ექსპერტი ბოლო 1 წლის განმავლობაში  ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსების ინდექსებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ  გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივნის-ივლისამდე ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური კურსები განუხრელად მყარდებოდა. 

Beso Namchavadze-ს ფოტო.

„ნომინალური და განსაკუთრებით, რეალური ეფექტური კურსის გამყარება ნიშნავს სავაჭრო პიროებების გაურესებას, საქართველოში იმპორტის შემოტანა უფრო ხელსაყრელი ხდება და პირიქით, ჩვენი ექპორტი ძვირდება.

სწორედ ეს გახდა იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 547 მლნ დოლარით გაუარესდა. ამ პერიოდში ექსპორტი კი გაიზარდა 418 მლნ დოლარით, მაგრამ იმპორტი 965 მლნ დოლარით გაიზარდა.

და ეს ყველაფერი აგვისტომდე, სანამ თურქული ლირა, რუსული რუბლი, ევრო და ბევრი სხვა ვალუტა კიდევ ერთხელ გაუფასურდა.

ბოლო 1 კვირაში გაუარესებულ მოლოდინებს და პანიკას რომ თავი დავანებოთ, ლარს ძალიან გაუჭირდებოდა დოლართან 2.45-ზე გაჩერებულიყო. ამას დაჭირდებოდა გაზრდილი სავაჭრო დეფიციტის ამოვსება გაზრდილი ინვესტიციებით, რაც ძალიან სათუაო, მითუმეტეს მაშინ, როცა ინვესტორ ქვეყნებში საქმე კარგად ვერ მიდის და არც ჩვენ შიდა პოლიტიკაში ხდება რაიმე ისეთი ცვლილება, რომ მეტად დაინტერესდეს ინვესტორი.

თურქული ლირის პანიკით გამოწვეულმა ლარის კურსის სწრაფად გაუფასურებამ მოსახდენი დააჩქარა. მითუმეტეს, როცა ლარის კურსი ბოლო წლებში სეზონურად იცვლება, რადგან დამოკიდებული არის ტურისტულ სეზონზე და წლის ბოლო თვეებში იმპორტის ზრდაზე. წელს კიდევ უფრო მეტად არის დამოკდიებული, რადგან ტურიზმი იზრდება და სავალუტო ნაკადების ცვლილების დონეც გაიზრდება.

მოსახდენის დაჩქარება შემოდგომიდან ლარის ტრადიციული გაუფასურების ალბათობას ამცირებს, თუ ხელისუფლება ხელოვნურად არ მოინდომებს ლარის კურსის გამყარებას, მაგალითად, წინასაარჩევნოდ. ფავორიტი საპრეზდენტო კანდიდატის არყოლას, ეს ერთი დიდი პლიუსიც ექნება”, - წერს ნამჩავაძე Facebook-ში თავის გვერდზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები