| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - OPIC -ი ფოთის პორტში მშრალი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის დაფინანსებას განიხილავს.
ფოთის პორტის პროექტის დაფინანსება ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დევიდ ბოჰიგიანის საქართველოში ვიზიტისას განიხილეს.
OPIC-ის მიერ მომზადებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის დელეგაცია პრემიერ ბახტაძესთან ერთად, შეხვდა ანაკლიისა და ფოთის პორტის პროექტების მფლობელებს.
"ანაკლიის პორტი მოემსახურება დიდი ზომის სატვირთო გემებს და შესაძლებელს გახდის შემცირდეს გადაზიდვის ხარჯები აზიის მიმართულებით და პირიქით. ფოთის პორტი კი, რეგიონალურ გემებს მიიღებს, ხორბლის, მშრალი და გენერალური ტვირთების გადაზიდვისას“, - ნათქვამია პრესრელიზში.
„საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც კარგი მმართველობა კარს უხსნის კერძო ინვესტიციებს და სამომავლო ინვესტიციების პოტენციალს. ველით მუშაობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან, ეს გრძელდება რეფორმების გზაზე და ქმნის კარგ პირობებს სამომავლო აშშ-ს ინვესტიციებისთვის, რომელიც მოუტანს სარგებელს ორივე ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა დევიდ ბოჰიგიანმა.
ამჟამად OPIC -ს საქართველოში 21 პროექტში ჩადებული აქვს 138 მლნ დოლარი. სულ კი, თანამშრომლობის მთელ პერიოდში 618 მლნ დოლარი აქვს დაბანდებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss