| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მაშინ როცა, საქართველო რუსეთთან ომის ათი წლისთავს აღნიშნავს, მისი ვალუტა სამხრეთელი მეზობლის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა – წერს სააგენტო Bloomberg-ი და აღნიშნავს, რომ ქართული ვალუტა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ ქართული ლარი შეარყია.
„რამდენიმე დღეში ლარი თურქეთის სავალუტო კრიზისმა ჩაითრია, ვინაიდან ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ადაპტირება დასჭირდება,“ – ციტირებს ამონარიდს რადიო ფორუნა Bloomberg-ის სტატიიდან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ რუსეთში არსებული ვითარება, რომელიც მიმდინარე თვეში თავად განიცდის ვალუტის დაცემას, აშშ-ის მხრიდან ბოლო სანქციების ამოქმედებისა და ახალი სანქციების დაწესების მუქარის შემდეგ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლარის წარმატების უკუსვლა თურქული ლირის გვერდითა ეფექტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ლირის გაუფასურება უკვე აისახა ევროზონასა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე. რუსეთსა და თურქეთში არსებულმა სავალუტო კრიზისმა უკვე მოახდინა გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზეც, მათ შორის ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss