| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აწარმოე საქართველოში პროგრამით მიკრო და მცირე ბიზნემენები განმეორებითი გრანტის მიღებას შეძლებენ.
ცვლილებები პროგრამაში მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
ცვლილების მიხედვით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტით იმ მეწარმეებსაც ექნებათ გრანტის მიღების შესაძლებლობა, რომლებმაც ერთხელ უკვე მიიღეს პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა.
განმეორებითი გრანტის მიღება მხოლოდ უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას შემთხვევაში შესაძლებელი.
განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც. პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით.
ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss