| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ილონ მასკი არ გამორიცხავს ავტომწარმოებელმა Tesla -მ ბირჟა დატოვოს და კერძო კომპანიად გადაკეთდეს.
„ვფიქრობ, Tesla-ს გაყვანაზე ბირჟიდან, 1 აქციის ფასის 420 დოლარის შემთხვევაში. დაფინანსება უზრუნველყოფილია, - დაწერა ბიზნესმენმა Twitter- ზე. ერთერთი მომხმარებელის კითხვაზე სერიოზულია თუ არა ეს განცხადება, Tesla-ს დამფუძნებელმა უპასუხა, რომ „დიახ... ეს ბევრ პრობლემას აგვარიდებდა“.

მასკის განცხადებას Tesla-ს აქციებზე ფასის ზრდა მოჰყვა. ბირჟაზე კოტირება 6.5%-ით, 1 აქციაზე 363.4 დოლარამდე გაიზარდა. კომპანიას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ილონ მასკი Tesla -ს აქციათა 22% ფლობს. ცოტა ხნს წინ საუდის არაბეთის სუვერენულმა ფონდმა, რომელსაც მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი აკონტოლებს, ავტომწარმოებლის წილი იყიდა, 3-დან 5%-მდე, რაშიც 2 მლრდ დოლარი ჩადო.
მასკის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მასკის განცხადებები სერიოზულია. მას დიდი გეგმები აქვს და რთულია ყოველკვარტალურად ინვესტორების მოლოდინების ზეწოლის ქვეშ იყოს, ამასთან, ყველას აინტერესებს საიდან მოიტანს მასკი კომპანიის გამოსასყიდ თანხას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss