ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი: ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი ევროპულ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაციაა
7 აგვისტო, 2018, 10:20
პრემიერი: ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი ევროპულ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაციაა

თბილისი (GBC) - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. მან, საქართველოს ხელისუფლებისა და მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, რისი გამოხატულებაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე საქართველოში მათი ვიზიტია.

“10 წლის წინ, რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს, ქართული სახელმწიფოს მიმართ, დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ქართულ ოჯახს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი. საქართველოს ტერიტორიის 20% სამწუხაროდ, ჯერ ისევ ოკუპირებულია და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ამაზე ჩვენი პასუხია ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერისთვის. ისინი, როგორც 10 წლის წინ, დღესაც დგანან ჩვენ გვერდით. ისინი ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენს უახლეს ისტორიაში, ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები