| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დღეისათვის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) ბალანსზე 52 ერთეული საჰაერო ხომალდია, კერძო მფლობელებაში კი – 16 ერთეული საჰაერო ხომალდი, - იტყობინება http://avianews.ge.
საქართველოს რეესტრში მყოფი სატვირთო თვითმფრინავები
“Sky Travel”-ის აეროსტატი (4L-BAH)
ავიაკომპანიების ექსპლუატაციაში Boeing-ის, Airbus-ის, Bombardier-ის, Embraer-ის, Cessna-ს, Eurocopter-ის (Airbus Helicopters), MIL-ის, Aeroprakt-ის, Antonov-ის, Sud Aviation-ის, Bell Helicopter-ის, Agusta-ს, PZL Warszawa-Okęcie-ს, Let Kunovice-ს, Kubicek Balloons-ის და Cameron Balloons-ის წარმოების სხვადასხვა კლასის, ტიპის, მოდიფიკაციის და ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდებია.
“ავიატორი +”-ის BELL-505 (4L-ADJ)
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ქარხნის გამოშვების წლის მიხედვით ყველაზე ახალი BELL-505 ტიპის ვერტმფრენია. „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდი მიმდინარე წელს არის გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული (სარეგისტრაციო ნომერი 4L-ADJ). ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ვერტმფრენი ხუთ ადგილიანია (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) და აღჭურვილია თანამედროვე აეროდინამიკური კომპონენტებით. 2016 წელს არის გამოშვებულია „საქაერონავიგაციის“ კუთვნილი ვერტმფრენი AS350 B3 (სარეგისტრაციო ნომერი 4L-NAV). „Airbus Helicopters“-ის წარმოებული „ევროკოპტერი“ 6 ადგილიანია (ერთი პილოტი, ხუთი მგზავრი) და მრავალგვარი გამოყენებისაა.
საავიაციო უნივერსიტეტის ზემსუბუქი A-22LS (4L-ULS)
2014 წელს არის გამოშვებული საავიაციო უნივერსიტეტის ექსპლუატაციაში მყოფი ორ ადგილიანი ზემსუბუქი თვითმფრინავი A-22LS (სარეგისტრაციო ნომერი 4L-ULS), რომელიც სპორტული და სასწავლო დანიშნულებით გამოიყენება.
“Georgian Airways”-ის B 737-7CT (4L-TGO)
რეესტრში რიცხულ სამგზავრო თვითმფრინავებს შორის, ყველაზე ახალი ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის ექსპლუატაციაში მყოფი B 737-7CT-ია. 2008 წელს გამოშვებული საშუალო ფიუზელაჟის საჰაერო ხომალდი მოკლე და საშუალო დისტანციაზე ოპერირებს. თვითმფრინავი სააგენტომ 2017 წელს დაარეგისტრირა (სარეგისტრაციო ნომერი 4L-TGO).
“Georgian Airways”-ის Embraer ERJ 190-100 (4L-TGU)
“Myway Airlines”-ის B 737-8AL
გამოშვების წლის მიხედვით შემდეგ მოდიან ამავე ავიაკომპანიის სამი ერთეული Embraer ERJ 190-100 ტიპის (2007წ) და ავიაკომპანია “Myway Airlines”-ის ორი ერთეული Boeing B 737-8AL ტიპის საჰაერო ხომალდები (2007წ).
“სერვისეარის” Cessna 182J (4L-USA)
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფ საჰაერო ხომალდებს შორის ყველაზე “ასაკოვანი”, 1966 წელს გამოშვებული Cessna 182J-ია, რომელსაც ექსპლუატაციას „სერვისეარი“ უწევს და რეესტრში 2004 წელს დარეგისტრირდა (სარეგისტრაციო ნომერი 4L-USA). ამერიკული წარმოების მსუბუქი საჰაერო ხომალდი ოთხ ადგილიანია (ერთი პილოტი, სამი მგზავრი) და ფრენებს ბიზნეს შეკვეთის შემთხვევაში ახორციელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



























Facebook
Twitter
Rss