| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმი ახალი ავტობუსების პირველ პარტიას თვის ბოლოს მიიღებს.
უკრაინულ - იაპონური „ჩერკასკი ავტობუსი“ ზღვისპირა ქალაქს ლურჯი ტონალობის ISUZU ATAMAN -ს მიაწვდის, რომელიც დიზელზე მუშაობს. სულ 30 ახალი ავტობუსის მიწოდება მოხდება.
ზღვისპირა ქალაქი 10 ელექტროავტობუსის შეძენაც გეგმავს.
ISUZU -ს ბრენდის ავტობუსი 60 ადამიანზეა (ჯდომით და დგომით) გათვლილი და არსებულ ავტობუსებთან შედარებით ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.
შეგახსენებთ, 1-ელი აგვისტოდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო ბარათებით გახდა შესაძლებელი. სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.
ბათუმის ავტობუსების პარკის განახლებისთვის 7 მლნ ევრო დაიხარჯება. თანხა საქართველოს EBRD -მა გამოუყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss