| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე სოციალურ ქსელ Facebook-ში მიმოწერას შს სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოითხოვს და მიღებისთანავე მიაწვდის საპარლამენტო კომისიას.
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კომისიაში განაცხადა, რომ პროცედურა რთული არ არის , სულ 1-2 წთ სჭირდება.
საქმის მსვლელობის შეცვლაზე კი აღნიშნა, რომ შეცდომა კი არ იყო, არამედ გამოძიების შემდგომი სტრატეგია აირჩიეს. მიაჩნია, რომ დაკითხვების გაჭიანურებაზე კომისიის წევრების აქცენტები სწორია, თუმცა სხვა ინტერპრეტაციებითაა. ასევე არ იზიარებს მათ მოსაზრებებს საქმეში ყველა შესაძლო გარემოების გამოუყენებლობის თაობაზე.
საწყის ეტაპზე იმ დროისთვის დადგენილი შესაძლო ფიგურანტები დაიკითხნენ. ახალი სტრატეგია კი, სწორედ ახალი ფიგურანტების შესაძლო გამოსავლენად დაიწყო.
კომისიას საქმეში პროკურატურის მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შესაძლო მონაწილეობაზე ჰქონდა კითხვები, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ გამოძიების სტრატეგია იყო, რაც ჯერ არ დასრულებულა.
„119 მოწმე დაიკითხა, უამრავზე უფრო მეტი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, ეს იყო სტრატეგია გამოძიების. იმედი მაქვს კომისია ისეთ ფაქტობრივ გარემოებას დაადგენს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ან გამოძიების ხარვეზი დავადგინოთ, ან სისტემური პრობლემა აღმოვაჩინოთ, ან ისეთი ახალი გარემოება, რომელიც მოგვცემს საშუალებაზე ხარისხობრივად შევცვალოთ ის, რის გამოც ეს კომისია შეიქმნა“, - განაცხადა გახარიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss