| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქნახშირი ტყიბულის ადგილობრივ ბიუჯეტში ქონებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადების შეფერხებას ადასტურებს.
კომპანიის ადმინისტრაციის განმარტებით, საწარმოს ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა. ბოლო მოვლენების ფონზე, მკვეთრად შემცირებულია შემოსავლები და რისი მობილიზებაც ხდება, მხოლოდ სახელფასო ფონდს ყოფნის. დასაქმებულების შრომის ანაზღაურებას კი, საქნახშირი შეუფერხებლად ფარავს.
საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი ტყიბულის ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი შემავსებელია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცნობით, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, საწარმოთა ქონების გადასახადი დაიგეგმილია 1 250 000 ლარით ოდენობით, სადაც 6 ივლისის მდგომარეობით შემოსულია 36 900 ლარი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადიდან (780 000) შემოსულია 16 000 ლარი.
დანაკლისის შესავსებად, ცენტრალურმა მთავრობამ ტყიბულის მუნიციპალიტეტს, სარეზერვო ფონდიდან გამოუყო 1 800 000 ლარი გამოუყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss