| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და პენსიები - ასეთია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევით საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები.
კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილებს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 51% ასახელებს. 32% - სიღარიბეს, 28% - ფასების ზრდას, 28% - პენსიებს, 24% - ტერიტორიულ მთლიანობას, 21% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურეობას, 17% - ხელფასებს, 15% - განათლებას, 10% - ადამიანის უფლებებს, 10% - რუსეთთან ურთიერთობას, 8% - სამართლიანობის აღდგენას, 6% - კრიმინალს, 5% - სამართლიან არჩევნებს, ხოლო 4-4% სასამართლო სისტემას და ნატო-ში გაწევრიანებას.
აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss