| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს კაპიტალის შვილობილი მესტიაჭალა ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას წლის ბოლოს, არაუგვიანეს მომავალი წლის გაზაფხულზე ვარაუდობს.
"სვანეთი ჰიდროს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ჰესის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია. მოსახლეობასთან, რომლების ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, შეთანხმება შედგა. ინვესტორი მათი საჭიროებისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს, მათ შორის სკოლის რეაბილიტაციას.
მისივე თქმით, ვინაიდან აქ არ ხდება მოსახლეობის გადასახლება, მათი მხრიდან ფინანსური ანაზღაურება მოთხოვნილი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, სვანეთში ჰესების - „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ -ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მეგავატს (20+30), საერთო გამომუშავებით 170 მლნ. კვტ. სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია.
ჰესები მდინარის მოდინებაზე შენდება, რაც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებას ახდენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss