ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
6 თვეში სავალუტო ბაზარზე 544 მლნ დოლარის გარიგებები დაიდო
31 ივლისი, 2018, 16:25
6 თვეში სავალუტო ბაზარზე 544 მლნ დოლარის გარიგებები დაიდო

თბილისი (GBC) – სავალუტო ბაზარზე ლარი / დოლარის ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია.

6 თვეში  543.8  მლნ დოლარის გარიგებები დაიდო, 14%-ით მეტი 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

მხოლოდ ივნისში  სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 92.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.4 მილიონი აშშ დოლარით (25 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე და 13 პროცენტით მეტია წინა წლის ივნისის მონაცემზე.

იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 28 პროცენტით შემცირდა, წლიურად კი 34 პროცენტით გაიზარდა.

თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ყოველ აუქციონზე 10-10 (ანუ ჯამში 30) მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

სებ-ის ცნობით, ივნისში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია ოდნავ გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 59 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის.

დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 60 პროცენტი უჭირავს. ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 9 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები