ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
არგუსი: სუფსის პეტროქიმიის კომპლექსის წარმოებული პროდუქცია 2050 წლამდე მოთხოვნადი იქნება
31 ივლისი, 2018, 15:59
არგუსი: სუფსის პეტროქიმიის კომპლექსის წარმოებული პროდუქცია 2050 წლამდე მოთხოვნადი იქნება

თბილისი (GBC) - არგუს მედია ლიმითედის შუალედური დასკვნით,  სუფსის პეტროქიმიის კომპლექსის წარმოებული პროდუქცია 2050 წლამდე მოთხოვნადი იქნება.

სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ინვესტორი კომპანიის „ჯეოპარსის“  დირექტორი ამბობს, რომ მათი დაკვეთით არგუსმა შეისწავლა რეგიონი, საერთაშორისო ბაზრის  დიდი მოთამაშეების სტრატეგიული გეგმები, ბაზრის კონიუნქტურა, პროგნოზები და სწორედ მათი გათვალისწინებით მოხდა შუალედური დასკვნის მომზადება. საბოლოო დასკვნა „ჯეოპარსში“ ოქტომბერში ელიან, რის შემდეგაც დაიწყება ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები.  

ახალი, საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის და  სანქციების განახლების ფონზე, ნედლეულის მომწოდებლად ირანი აღარ განიხილება, თუმცა რჩება ნედლეულის მოწოდების სხვა გზები: ნედლეულის მიღება შავი ზღვის გავლით, შუა აზიური ნავთობის მიღება რკინიგზის მეშვეობით და ასევე განიხილება ნავთობის მიღება მილსადენიდან.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო პირველად  გახდება ნავთობის და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი. ჩვენი დაკვეთით,  არგუსმა შეისწავლა 12 მიზნობრივი ბაზარი აღმოსავლეთის და ევროპის ქვეყნები, რაც რის ჩვენი ძირითადი სამიზნე. აქ იდება ძალიან სერიოზული ინვესტიცია (მინიმუმ 1.5 მლრდ დოლარი) და ეს იქნება ისეთივე სტაბილურობის გარანტი, როგორიც არის სუფსის ან ჯეიჰანის მილსადენი“, - განაცხადა TV პირველის ეთერში (საქმის კურსი) ლაშა ქორიძემ.

შეგახსენებთ, ინვესტორებისთვის, სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის BFS-ს და ბაზრის სრულმასშტაბიან კვლევას, „ვორლეი პარსონს/ადვიზიანის“ და „არგუს მედია ლიმითედის“ საერთაშორისო ოფისები ამზადებენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები