ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქარსელაძე: ეს არის სიცრუე, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად
30 ივლისი, 2018, 14:04
ქარსელაძე: ეს არის სიცრუე, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად

თბილისი (GBC) -  ეს არის სიცრუე, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და ამით თითქოს რაღაც შეღავათს ვუწევთ ბიძინა ივანიშვილს. ცალსახად ვაცხადებ ამას, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე.

ირაკლი ქარსელაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სიუჟეტს გამოეხმაურა,  აღნიშნა, რომ მას არ მიეცა საშუალება საკითხზე განმარტება თუნდაც სატელეფონო ჩართვით გაეკეთებინა. 

ქარსელაძემ აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 5 მილიონზე მეტი დაიხარჯა იმ გზების მშენებელობაზე სადაც გადასარგავმა ხეებმა გაიარა. 

"ჩვენი ინფორმაციით, 5 მილიონზე მეტი დაიხარჯა მარტო იმ გზების კეთილმოსაწყობად, სადაც მართლა გაიარა ხემ. აქ კაპიკი ფული ბიუჯეტს არ გადაუხდია, საერთოდ მონაწილეობა არ მიგვიღია, საერთოდ არ ვყოფილვართ ჩართული ამაში. მოეწყო მთელი რიგი გზები. ის გზები გზებად რჩება და შეღავათი მიიღო ბიუჯეტმა", - განაცხადა ქარსელაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები