ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Myway Airlines 2019 წელს ავიაპარკს 2 ახალ თვითმფრინავს დაამატებს
30 ივლისი, 2018, 11:32
Myway Airlines 2019 წელს ავიაპარკს 2 ახალ თვითმფრინავს დაამატებს

თბილისი (GBC) - ჩინური ინვესტიციით დაფუძნებული ახალი ავიაკომპანია  Myway Airlines -ი ავიაკპარკის გაფართოების გეგმაზე აცხადებს.

გეგმაზე კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა  იგორ აფციაურმა  AviaNews -ს განუცხადა.

აფციაურის თქმით, ავიაკომპანიის საკუთრებაშია 2, Boeing-737 ტიპის  თვითმფრინავი , რომლის შესაძენად 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატება იგეგმება.

„5 წლის განმავლობაში ყოველ წელს ავიაპარკს მინიმუმ 2 ბორტით შევავსებთ. ჩვენი განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის გვინდა გვყავდეს 10 საჰაერო ხომალდი, თუმცა მეათე ბორტი აუცილებლად იქნება Boeing 777. Boeing 777-ით ფრენების დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, რადგანაც დღემდე საქართველოდან, ან საქართველოს მიმართულებით ასეთი ბორტით რეგულარული რეისი არავის განუხორციელებია. ასე რომ, Myway Airlines-ს დიდი და ამბიციური გეგმები აქვს“, - ამბობს აფციაური.

ამ დროისათვის ავიაკომპანია სამ რეგულარულ რეისს ახორციელებს – თბილისი-ხარკოვი-თბილისი, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი და თბილისი-თელ ავივი-თბილისი. ასევე იწყებს ფრენებს ევროპის მიმართულებით, რისთვისაც შესაბამისი ლიცენზია უკვე მიღებული აქვს. წელს 5 ევროპული მიმართულების დამატება იგეგმება, ჯამში, წელს Myway Airlines-ი 10 მიმართულებით განახორციელებს ფრენას.

კიდევ ერთი სამიზნე ბაზარი აშშ-ია, თუმცა, როგორც კომპანიის ტოპ-მენეჯერი განმარტავს, მიზნის მისაღწევად Boeing 777-ი და ამერიკული ლიცენზიაა საჭირო, რასაც 2 წელი დასჭირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები