ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს დერეფანში ტვრითების 72% საავტომობილო გზით გადაიზიდება
29 ივლისი, 2018, 22:16
საქართველოს დერეფანში ტვრითების 72% საავტომობილო გზით გადაიზიდება

თბილისი (GBC) -  საქართველოს დერეფანში ტვრითების 72% საავტომობილო გზით გადაიზიდება.

ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკით, წლის პირველ 5 თვეში ტვირთბრუნვამ 14.7 მლნ ტონა შეადგინა. წლიურ ჭრილში კლება 0.2 მილიონამდე შემცირდა (წინა თვეში 0.3 მილიონიანი კლება იყო). მაისში ჩვენს დერეფანში 3.1 მლნ ტონა ტვირთი გატარდა.

საავტომობილო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0.1 მილიონით 10.6 მილიონ ტონამდე გაიზარდა. რკინიგზა 4.1 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა (-0.3 მლნ).

ამავე დროს მკვეთრად, 19%-ით (27 457 TEU) გაიზარდა გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 173 133 TEU-ს მიაღწია.

ტვირთის კატეგორიის ცვლილებაზე - საკონტეინერო გადაზიდვების ზრდასა და გარკვეული კატეგორიის მშრალი ტვირთის შემცირებაზე გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმაც განაცხადა.

მსოფლიო კონტეინერიზაციის ტენდენციაზე მიუთითებენ ფოთის საზღვაო ნავსადგურშიც. პორტის ადმინისტრაცია 6 თვის მაჩვენებელბის შეჯამებისას აღნიშნავდა, რომ გენერალური და ნაყარი ტვირთების კონტეინერით გადაზიდვა თანდათან იზრდება, რაც ასევე აისახება ფოთის პორტში მშრალი და ნაყარი ტვირთების გადამუშავებაზე. მაგალითად, 2018 წლის 6 თვეში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გადაამუშავა 3 მილიონ 140 ათასი ტონა ტვირთი რაც 2,1%-ით ნაკლებია 2017 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები