| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თუ RMG დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ოპერირების უფლება ჩამოერთმევა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა TV პირველის ეთერში (საქმიანი დილა) განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მისმა უწყებამ სამინისტროს უკვე გაუგზავნა იმ ღონისძიებების გრაფიკი, რაც პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა შესრულდეს.
"აქ არის მრავალი წლის განმავლობაში, 70 წლებიდან დაგროვებული პრობლემები და უშუალოდ ახალი ოპერატორის RMG -ის ოპერირებისას დაგროვილი პრობლემები, თუმცა კომპანიას აქვს ვალდებულებები, როგორც ძველ, ისე ახალ დარღვევებზე და გამოსავალი არის ამ პრობლემების გამოსწორება", - განაცხადა მინისტრმა, აღნიშნა, რომ კომპანიას გონივრული ვდა აქვს მიცემული.
"მეორე ოფცია არის კომპანიის საქმიანობის შეჩერება, თუმცა, ამ შემთხვევაში არსებული მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება და ატმოსფერული ნალექის არსებობის შემთხვევაში მოხდება ნიადაგების და წყლების დაბინძურება... ანუ, ჩვენთვის ამოსავალი არის რომ არსებული პრობლემები უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კომპანია RMG -ითან ფინანსური გარანტიების ჩამოყალიბებაზე და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ უზრუნველყობს სამინისტროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, ფინანსური გარანტიები მის წინააღმდეგ ამოქმედდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss