| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი "დენ ბოსხი“ ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადადის.
კლუბის აქციების 99.99%-ს 23 წლის კახი ჟორდანია ყიდულობს. ის მზადაა კლუბის საკონტროლო პაკეტში 2.5 მლნ ევრო გადაიხადოს. გარიგების დასრულებისთვის ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თანხმობაა საჭირო.
კახი ჟორდანია მაკა ასათიანის ვაჟია, მერაბ ჟორდიანიასთან ქორწინების პერიოდში.
კახი ჟორდანია შვეიცარიის მოქალაქეა. მისი კომპანია "ოილ ენერჯი გრუპი" 2014 წლიდან დაკავებულია რუსეთში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან. გარდა ვაჭრობისა კომპანია დაკავებულია ნავთობპროდუქტების საცავების და ლოგისტიკის მართვით. ჟორდანია რუსეთში ასევე ფლობს მეორე კომპანიასაც, რომელიც ნავთობპროდუქტების ბაზარის მონაწილეებს ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობს.
საფეხბურთო კლუბი "დენ ბოსხი“ ჰოლანდიის პირველ დივიზიონში თამაშობს.

| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss