ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია 1 აგვისტოდან კასპში ღუმელს აჩერებს
26 ივლისი, 2018, 21:15
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია 1 აგვისტოდან კასპში ღუმელს აჩერებს

თბილისი (GBC) - „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში სამ ინტეგრირებულ ცემენტის ქარხანას ფლობს, წარმოების შემცირებას, ქარხნების და ღუმელების ეტაპობრივ დახურვას გეგმავს.

კომპანია 1 აგვისტოდან კასპში ღუმელის გაჩერებას აანონსებს, აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ცემენტის ინდუსტრია საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ეკონომიკური სირთულეების გამო იძულებულები არიან აქტიურად ეძებონ დამატებითი საექსპორტო ბაზრები ჭარბი წარმოების სარეალიზაციოდ. ამას ირანული ცემენტი დაემატა, რომელიც საქართველოს ბაზარზე დემპინგური ფასით შემოდის.

ჰაიდელბერგცემენტში ირწმუნებიან, რომ ირანული ცემენტის ფასი წარმოების თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია.

ჰაიდელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიას ერთი კვირის წინ კლინკერის წარმოებისთვის განკუთვნილი მომუშავე  5 ღუმელიდან ერთის გაჩერება მოუხდა (ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დემპინგური ფასების გამო რუსთავში უკვე 2 ღუმელი გაჩერდა და კლინკერის არსებული 7 ღუმელიდან ახლა მხოლოდ 4 მუშაობს). კლინკერის შემცირებული წარმოება იწვევს კირქვის ნაკლებ საჭიროებას, ამიტომ ჰაიდელბერგცემენტი იძულებული გახდა გასულ კვირას დედოფლისწყაროს კირქვის კარიერზე  მომუშავე პერსონალის ერთი ცვლაც შეემცირებინა.

კასპის ახალი საწარმოო ხაზიც კი (რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყებს ოპერირებას და მასში კომპანია 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს) ვერ გაუწევს დემპინგურ ფასებს კონკურენციას.

თემაზე კომპანიის დირექტორები ხვალ, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები