ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქნახშირი მეშახტეებს განაცდურ საათებს 100%-ით აუნაზღაურებს
25 ივლისი, 2018, 15:12
საქნახშირი  მეშახტეებს განაცდურ საათებს 100%-ით აუნაზღაურებს

თბილისი (GBC) - სანამ ტყიბულში შახტები დახურულია, კომპანია „საქნახშირი" მეშახტეებს განაცდურ საათებს 100%-ით აუნაზღაურებს - ამის შესახებ „ლიბერალს" კომპანიაში დაუდასტურეს. 

მათივე განმარტებით, კომპანიის ინტერესია, მალე დაასრულოს შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა მოკვლევა, რომ შახტებში მუშაობა აღდგეს. რამდენი ხანი გასტანს ეს პროცესი, უცნობია(შსს-ს საგამოძიებო მოკვლევისთვის 2-კვირიანი ვადით აქვს გამოცემული ბრძანება).

„საქნახშირისვე" ინფორმაციით, კომპანიამ გაითვალისწინა მეშახტეების მოთხოვნა და ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ, გენერალური დირექტორის მოადგილედ მათი წარმომადგენელი, ელდარ ჩაფიძე დაინიშნება. ჩაფიძე ამ დროისთვის შახტის წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობაზეა. 

ასევე კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მათი მთავარი მიზანია, შახტში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და მიწისქვეშ, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები