ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივანიშვილი: მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების გადარგვის კომპენსაციად
25 ივლისი, 2018, 08:31
ივანიშვილი: მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების გადარგვის კომპენსაციად
თბილისი (GBC) - ერთადერთი მინუსი რაც აქვს ამას, რომ ეს კეთდება, - დიდი ფული იხარჯება. ჩიტი ბრდღვნად არ ღირს,  - ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ხეების გადარგვის საკითხზე ისაუბრა. 
 
ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკის განსაკუთრებულობაზე აღნიშნა, თქვა, რომ სულ 120 ხეა გადარგული და მათი რაოდენობა შესაძლოა, 140-მდე ავიდეს.
 
ივანიშვილი ამბობს, რომ პროცესში დიდი ფული იხარჯება, შემოიტანა ძალიან კარგი და ძვირადღირებული ტექნიკა, რომელიც საქართველოში რჩება და სხვა პროექტებშიც შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება.
 

„მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციის და მათ ტერიტორიაზე ამ ხეების გატარების სანაცვლოდ. ისე მიეჩვიენ, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, - ნაკვეთის ღირებულება თუ არის 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი 10 დოლარს, 1 საათით გადავივლი და ის ნაკვეთი რჩება.  ზოგჯერ მეტსაც ვიხდი ისეთი მოთხოვნადია. ეს ფული რჩება სრულად მოსახლეობაში. რკინიგზასაც დიდი ფული აქვს მიღებული, რომ გაიაროს მანქანამ, თუმცა არცერთხელ მატარებლის შეფერხება ამის გამო არ ყოფილა", - ამბობს პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ მარტო 14 მილიონი სახელმწიფო  ბიუჯეტში შევიდა კომპენსაციის სახით. 

"ეკოლოგიაზე მსყავედრობს ხალხი, რომელსაც ერთი ხეც არ დაურგავს“, - ამბობს ივანიშვილი და განამრტავს, რომ ხეები არა საკუთარ სახლში, არამედ საზოგადოებრივი დანიშნულების პარკში გადააქვს. 
 
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები