| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გზაგამტარი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობას არსებითად განტვირთავს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.
„ყველამ იცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ მონაკვეთზე გადაადგილება, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის განხორციელებით, მოძრაობა სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტს კომპანია ენსისი განახორციელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss