ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კავკასუს ონლაინში წილების გადანაწილებაა
24 ივლისი, 2018, 15:05
 კავკასუს ონლაინში წილების გადანაწილებაა

თბილისი (GBC)  -  კავკასუს ონლაინის  47,27%  -ის მფლობელ  "ნელგადო ლიმიტედში" წილების გადანაწლება მოხდა. 

თეიმურაზ არონიას კუთვნილი აქციები დავით ზურაბიშვილის საკუთრებაში გადავა, რომელსაც ჯამში "ნელგადო ლიმიტედის" აქციების 43,5% ექნება. ამავე კომპანიაში 19,5%-ს ფლობს თეიმურაზ არონია, 37%-ს კი ხვიჩა მაქაცარია. 

მეწილეები შეიცვლა გასული წლის ივლისის დასაწყისშიც. „კავკასუს ონლაინის“ კაპიტალი  12.238  მილიონი დოლარით, 13 მილიონ დოლარამდე შემცირდა. თანხა მთლიანად ნელგადო ლიმითედმა გაიტანა და კუთვნილი წილიდან 16.53%  ION-ს დაუთმო (52,73%).

2017 წლის ზაფხულის მდგომარეობით „ნელგადო ლიმითედის“  აქციონერები იყვნენ: ნექსუს გრუპი, თემურ კობახიძე, ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია. 

შეგახსენებთ, კავკასუს ონლაინის საკუთრებაშია  Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1,200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხორციელდება. 

 შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპიდან აზიისკენ მაღალი ხარისხის ინტერნეტის პირდაპირი მიწოდება გახდა შესაძლებელი.

2010 წელს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომ"-ის შეძენამ კი,  კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ირანსა და ერაყში.

კავკასუს ონლაინი „საქართველოს რკინიგზის ტელეკომის“ (GRT) 100%-იანი წილის მფლობელია, რაც კავკასუს ონლაინის GRT-ის ინფრასტრუქტურაზე  სრულ ხელმისაწვდომობას განაპირობებს, რომელიც 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისგან და ობიექტებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალისგან, ასევე დამოუკიდებელი 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისგან შედგება. ორივე მაგისტრალი აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პარტნიორ ქსელებს უკავშირდება ისევე, როგორც ფოთი (საქართველო) - ვარნას (ბულგარეთი) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. 

შესაბამისად, კავკასუს ონლაინი არის მფლობელი სრულად რეზერვირებული სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისა საქართველოს მასშტაბით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები