| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ტრამპმა ნიქსონის რეკორდი მოხსნა. 49 წლს შემდეგ, აშშ-მ უმუშევრობის ასეთ დაბალ მაჩვენებელს პირველად მიაღწია.
ამ ტრენდზე, G&T-ის ანალიტიკოსმა გოგა მელიქიძემ „საქმიან დილაში“ (TV პირველი) საერთაშორისო საფინანსო ბაზრის მიმოხილვისას აღნიშნა.
მან ტრამპის ხისტი პოლიტიკის გამო, 2-პოლუსიან პროგნოზებზეც განაცხადა. ფინანსიტების ნაწილი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ფორმატის ცვლილებით, მსოფლიო ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევის მოლოდინშია, ნაწილი სიტუაციის ესკალაციას არ ელის.
ტრამპმა ტარიფების გაზრდის შესახებ, ჩინეთის $500 მლრდ-იან იმპორტზე, გასულ კვირას განაცხადა.
ჩინური საფონდო ინდექსებიც დღითიდღე კარგავს პოზიციებს, ასევე ჩინური იუანი. ინვესტორები ეკონომიკის ზრდის 7%-იანი პროგნოზის გამართლებასაც ეჭვობენ. ინდექსების ტრენდით ჩინეთს უთანაბრდება განვითარებადი ქვეყნები.
მთავარ საფონდო ბაზრებზე კი აქტივების მმართველები და ინვესტორები მსხვილი ემიტენტების კვარტალურ (Q2/2018) ანგარიშგებას ელოდებიან.
ბოლო კვირის ტრენდით, აშშ-ი ევროპას უგებს. ევროზონა ნულოვან მოგებას აჩვენებს. ამერიკა 0.4%-მდე ზრდას. ბრიტანეთი უკეთესად პოზიციონირებს. ინფლაციური ფონი განეიტრალებულია, 2.1%-დან 1.9%-მდე კლებით. მოლოდინების მოთოკვისთვის აგვისტოში განაკვეთის გაზრდაა დაგეგმილი.
გოგა მელიქიძემ ბაზარი ტრამპის ფაქტორის გარეშეც მიმოიხილა. პასიურობა სეზონური, ზაფხულის ფაქტორითაც აიხსნება.
მან ჩინეთთან ერთად, იაპონიასთან აშშ-ის სავაჭრო ფორმატის შესაძლო ცვლილებაც შეაფასა. ექსპორტ-იმპორტი შემცირებულია. 2 დიდი ეკონომიკის კოლიზიაც ტრამპის ფაქტორს უკავშირდება. იენა დოლართან გაუფასურებულია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss