ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აუდიტის სამსახურმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დასკვნა მოამზადა
23 ივლისი, 2018, 16:53
აუდიტის სამსახურმა  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დასკვნა მოამზადა

თბილისი (GBC) - ხმარებიდან ამოღებული ცოფის ვაქცინის საქართველოში გამოყენების საქმეზე აუდიტის სამსახურმა დასკვნა მოამზადა. 

თემა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსურ აუდიტშია ასახული. 

ირკვევა, რომ ცოფის ვაქცინის ხმარებიდან ამოღებაზე პროგრამის განმახორციელებელ ცენტრს 2016 წლის 11 თებერვალს ეცნობა.  13 დღეში, კერძოდ 23 თებერვალს ცენტრმა   გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით,   ფრანგული კომპანია "სინოფისგან“ 40 ათასი დოზა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,ვერორაბი“ შეისყიდა, გაუხარჯავი, ხმარებიდან ამოღებული პრეპარატი კი მწარმოებელ კომპანიას დაუბრუნდა. 

დასკვნაში წერია, რომ 2016 წელს, ხმარებიდან ამოღებული 17 388 დოზა ცოფის ვაქცინა იქნა გახარჯული, 7420 დოზა კი მწარმოებელს უკან დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ალტერნატიული ვაქცინის მარაგი შეიქმნა.

მწარმოებელმა კომპანიამ, ქსელიდან წამლის სრული მარაგის ამოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოქვყნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვა, რომ ლისავაკის“ მწარმოებელი ვერ პასუხობდა GMP-ს სტანდარტებს. ამ დროისთვის კომპანიისგან ქართულ მხარეს უკვე შესყიდული ჰქონდა ვაქცინის 195 ათასი დოზა, საიდანაც 86 ათასი, უკვე შემოსული იყო ქვეყანაში. 

 საქართველოს შემთხვევაში, თუ ვაქცინის სრულად ამოღება მოხდებოდა, ქვეყანა ცოფის ვაქცინის საწინააღმდეგო პრეპარატის გარეშე რჩებოდა. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია განმარტებული, ზემოთხსენებული მიზეზის გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ახალი ვაქცინის შეძენამდე და მარაგის შექმნამდე, 'ლისავაკის“ გამოყენება მომხდარიყო. 

"მოცემული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუმართავს ვაქცინის სავალდებულო ამოღების მექანიზმის გამოყენების თაობაზე და აგრეთვე „ლისავაკის“, 2015 წელს განხორციელებულ სამედიცინო ინტერვენციების შედეგებს, რომელთა შესაბამისად არც ერთი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა.“-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები