ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როშკა-არხოტის საცალფეხო ბილიკის ნაცვლად 28 კილომეტრიანი გზა გაიჭრა
22 ივლისი, 2018, 19:09
როშკა-არხოტის საცალფეხო ბილიკის ნაცვლად 28 კილომეტრიანი გზა გაიჭრა

თბილისი (GBC) - როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28 კილომეტრიანი გზა უკვე გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ.

პროექტს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. გზა 
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდინარე ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტავს, ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი, გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.

"ჩვენ შევპირით მოსახლეობას, რომ ათენგენობას მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეძლებდნენ გადაადგილებას და ეს პირობა შევასრულეთ. ამ ეტაპზე ათი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ვფიქრობთ, რომ დიდი ნაწილი სამუშაოების შესრულდება, თუმცა ახლანდელი მონიტორინგის შედეგად გვრჩება შთაბეჭდილება რომ კიდე უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო სამუშაოების დათქმულ ვადებში მოსასწრებად“, – განაცხადა უნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა სამუშაოები დათვალიერებისას.

გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.

სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები