ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანემიის დიაგნოსტიკა უფასოდ ჩატარდება
19 ივლისი, 2018, 14:42
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანემიის დიაგნოსტიკა უფასოდ ჩატარდება

თბილისი (GBC)- 21 ივლისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა წარმომავლობის ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია უფასოდ ჩატარდება.

ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, სიარულის გაძნელება - ეს სიმპტომები ანემიით გამოწვეული დაავადებების მცირე ჩამონათვალია. მიზეზი კი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიური, ჰემატოლოგიური დაავადებები და  სხვა.

ანემიით დაავადებულ პაციენტებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი, კერძოდ უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში, გადამოწმდეს ჰემოსტაზის მაჩვენებლები და ჩატარდეს მუცლის ღრუს (ღვიძლისა და ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევა.

დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის  და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება ექიმის კონსულტაცია და ანემიის უფასო დიაგნოსტიკა. ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, რადიოლოგი, პროქტოლოგი და ექიმი-ლაბორანტი უფასო კონსულტაციებს 10:00-16:00 სთ-მდე,  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (გამსახურდიას ქ. №206) ჩაატარებენ.

უფასო კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 591 80 42 07

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები