| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ავიამწარმოებელი Boeing-ი მიიჩნევს, რომ მსოფლიო თვითმფრინავების სწრაფი „დაბარების“ ეტაპზე გადავიდა.
ავიამწარმოებლის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიის გაერთიანებულ პარკში არის 900 ისეთი თვითმფრინავი, რომელიც 25 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული. ამასთან, 25 წლის ასაკს, 2020 წლის შუა რიცხვებიდან, ყოველწლიურად, 500 ლაინერი გადააბიჯებს.
სააგენტო GBC დაინტერესდა რა ავიაპარკით ემსახურება მგზავრებს უმსხვილესი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი.
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიის მონაცემებით (02.07.2018) Georgian Airways-ის ავიაპარკში 9 თვითმფრინავია.
ყველაზე „ახალგაზრდა“ 2008 წელს გამოშვებული Boeing -ია (B 737-7CT), ყველაზე ხანდაზმული 1995 წელს (23 წლის) გამოშვებული თვითმფრინავი - Bombardier (CL-600-2B19 (CRJ))
აღსანიშნავია ისიც, რომ 9-დან 4 თვითმფრინავის ასაკი 10-11 წელია. ამასთან, 4 თვითმფრინავი ავიაკომპანიამ შარშან შეიძინა.
Georgian Airways-ის ავიაპარკი
|
ექსპლუატანტი |
თვითმფრინავი |
გამოშვების წელი |
|
Georgian Airways |
B 737-7CT |
2008 |
|
Georgian Airways |
ERJ 190-100 |
2007 |
|
Georgian Airways |
ERJ 190-100 |
2007 |
|
Georgian Airways |
ERJ 190-100 |
2007 |
|
Georgian Airways |
CL-600-2B19 (CRJ) |
2005 |
|
Georgian Airways |
B 737-7BK |
2003 |
|
Georgian Airways |
CL-600-2B19 (CRJ) |
2000 |
|
Georgian Airways |
B 737-76N |
1999 |
|
Georgian Airways |
CL-600-2B19 (CRJ) |
1995 |
|
|
|
|
წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
შეგახსენებთ, ბოლო წლებში პირველად, ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში Georgian Airways –ი 247 485 მგზავრს მოემსახურა, რაც ბაზრის 12% შეადგენს.
რაც შეეხება Boeing -ის პროგნოზებს, კომპანია მომდევნო 20 წლის განმავლობაში 42 700 თვითმფრინავის რეალიზაციას ვარაუდობს, რაც მწარმოებლებს 6.3 ტრილიონ დოლარს მოუტანს.
ავიაპარკის მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით Boeing-ი ავიაბაზარს 2037 წლამდე, 15 ტრილიონ დოლარად აფასებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss