ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავტობანის, უბისა- შორაპანის  მონაკვეთზე 9 გვირაბი და 27 ხიდი აშენდება
19 ივლისი, 2018, 10:20
ავტობანის, უბისა- შორაპანის  მონაკვეთზე 9 გვირაბი და 27 ხიდი აშენდება

თბილისი (GBC) - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უბისა- შორაპანის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობისთვის კომპანიის შესარჩევი ტენდერი გამოაცხადა.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას  ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

დაგეგმილია ახალი 13 კილომეტრიანი  4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აშენება.  

სექცია იწყება სოფელ ბორითიდან და მთავრდება ქვედა წევა სოფელთან.

პროექტის მიხედვით, მაგისტრალი მოიცავს თითო მიმართულებით ორზოლიან სავალ ნაწილს, რომლის თვითოეულის სიგანეა 3.75 მეტრი, დამატებით სასწრაფო-საავარიო ზოლს 2,5+0,5 მეტრი სიგანით.

ამ მონაკვეთზე აშენდება 9 გვირაბი, რომელთა სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდი, რომლიდანაც 13 განლაგებულია თბილისი- არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14-არგვეთა-თბილისის მიმართულებაზე (სიგრძეები მერყეობს 33 მეტრიდან 1,200 მეტრამდე).  

ხელშეკრულების განხორციელების სავარაუდო პერიოდა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე.

შეგახსენებთ,   საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავტობანზე,  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებელი კომპანიების შერჩევაც  დაიწყო.

ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებულია. 14.7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2 ქვე-ლოტად დაიყო. პირველი ქველოტი 5.65 კმ-ს მშენებლობას ითვალისწინებს, მეორე 9.13 კმ.-ს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები